ქართულ ფილმებს ხშირად აგზავნიან კინოფესტივალებზე. ამჯერად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი გოგინაშვილმა იტალიაში, ტრიესტის კინოფესტივალზე გააგზავნა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “The way of universe”. დამწყებ რეჟისორს ტრიესტიდან მოწვევა მიუვიდა. გიორგი უკვე იტალიაშია. ფესტივალი 15 ივლისს იწყება, სადაც ქართველ სხვა რეჟისორებსაც ექნებათ მონაწილეობის მიღების საშუალება.