_MG_1371„დომ კინო“ დამწყებ რეჟისორებს, ოპერატორებსა და  მემონტაჟეებს  სთავაზობს კინოპროექტს, სადაც ქართველი და უცხოელი ლექტორები  10 დღე ტრენინგებს ჩაუტარებენ. ტრენინგის შემდეგ შეიქმნება დაკომპლექტებული ჯგუფები სადაც სტუდენტები გადანაწილდებიან ფილმის გადასაღებად. თითო ჯგუფს ერთი ლექტორი უხელმძღვანელებს. ფილმის გადაღების შემდეგ აირჩევა 8 საუკეთესო ნამუშევარი, რომლებიც გაიგზავნება საზღვარგარეთ კინოფესტივალზე. არჩეული ფილმების ჯგუფები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ და გამარჯვების შემთხვევაში მათ დაუფინანსდებათ სწავლა უნივერსიტეტში. როგორც ერთ-ერთმა პროექტში მონაწილე ნინი მესხიშვილმა აღნიშნა შარშან 4 ქართულმა ფილმმა მოიპოვა საპრიზო ადგილი.

ასევე ბევრმა არ იცის, რომ “დომ კინოში” არის კინოკლუბი, სადაც ბილეთები მინიმალურ ფასად 2 ლარად იყიდება ხან კი სრულიად უფასოა. ტარდება ბევრი პროექტი, პროექტებში შედის მსოფლი ორემიერები, უცხოური ფილმე და ქართველი დამწყები რეჟისორების ფილმები. ვისაც არ აქვს საშაულება საქართველოს კინოთეატრებში იაროს, მას ფილმის სანახავდ კინოკლუბში შეუძლია წასვლა. ასევე თუ აინტერესებს დებიუტანტი რეჟისორების ფილმები მათზე დასწრება ხშირ შემთხვევაში უფასო და თავისუფალია.